ბერლინის "ჰერტას" 23-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა რეიჰან ჰასანოვიჩმა ცნობილ გერმანულ გამოცემა Kicker-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი კლუბის ქართველ ლეგიონერზე შალვა ობგაიძეზე გააკეთა. მისი თქმით, ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო თვეებში საგრძნობ პროგრესს მიაღწია და ის გუნდის მთავარი ძალაა.
"ისეთმა მოთამაშეებმა, როგორებიც არიან სელიმ თელიბი, ოლივერ რილკე, იანე ბერნერი, ლუის ტრუსი და შალვა ოგბაიძე, ბოლო თვეებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს. ისინი სრულიად განსხვავებულები არიან, ვიდრე ექვსი თვის წინ იყვნენ. ოგბაიძე გუნდის მთავარი ძალაა. ეს ასევე იმით არის განპირობებული, რომ სეზონის პირველ ნახევართან შედარებით ნაკლები მოთამაშეა დაშავებული და ვარჯიშის ხარისხიც უმჯობესდება", - განაცხადა ჰასანოვიჩმა.
ცნობისთვის, შალვა ობგაიძე 23 წლისაა და ის ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მას მიმდინარე სეზონში "ჰერტას" მეორე გუნდის შემადგენლობაში 23 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ობგაიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.





