ფეხბურთი

14:43 | 13.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არბელოა: "კასილასი თუ კურტუა? დებატებიც არ არსებობს, კურტუა "რეალის" ისტორიაში საუკეთესოა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ "ელჩესთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ესპანელ სპეციალისტს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტიბო კურტუასა და იკერ კასილასზე ჰკითხა.

"კასილასი თუ კურტუა? კარიერის განმავლობაში მე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების გვერდით მითამაშია, თუმცა დებატებიც არ არსებობს, რომ კურტუა "რეალის" ისტორიაში საუკეთესოა. რასაც ტიბო აკეთებს, მსგავსი რამ აქამდე არასდროს მინახავს", - განაცხადა არბელოამ.

ალვარო არბელოა და იკერ კასილასი კარიერის განმავლობაში როგორც "რეალში", ისე ესპანეთის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ დაპირისპირებაში "სიტის" წინააღმდეგ შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა, გარდა საგოლე გადაცემისა, ბელგიელმა რამდენიმე მომენტში "სამეფო კლუბი" გარდაუვალი გოლისგან იხსნა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098148