მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ „ელჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, გუნდისთვის აკადემიის ფეხბურთელების მნიშვნელობაზე:
„ელჩესთან“ მატჩს ტიტულისთვის მებრძოლი მენტალიტეტით ვუდგებით. ეს საშინაო თამაშია, რომელშიც ოთხშაბათის მსგავსი ატმოსფერო უნდა შევქმნათ. „ელჩე“ ძალიან კარგად თამაშობს, იმაზე უკეთესად, ვიდრე მათი ქულების დაგროვება მიანიშნებს. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რადგან მათი შეუპოვრობა ვიცით. ჩვენი ერთადერთი მიზანი ელჩესთან გამარჯვებაა.
მბაპე? ის ყოველდღიურად უმჯობესდება და მისი პროგრესი იმ გეგმის მიხედვით მიდის, რომელიც შედგენილი იყო, როდესაც დაშავდა. ის ძალიან კარგად მუშაობს. ხვალ არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ გვჯერა, რომ მანჩესტერში წასასვლელად მზად იქნება.
მესმის ეჭვები, მაგრამ მასზე ყოველთვის ნათელი წარმოდგენა მქონდა. ტიაგო ძალიან კარგი მოთამაშეა და მის გამო მიხარია. უნდა დავაფასოთ „რეალის“ ახალგაზრდული აკადემიის მოთამაშეები. ისინი სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით 50 მილიონი ევრო არ გვიჯდება, მაგრამ ისინი სულს ღვრიან „რეალისთვის“. საამაყოა, რომ ისინი ასე იბრძვიან“, - თქვა არბელოამ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ელჩეს“ მატჩი 14 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.





