მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ტრავმების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, შეიძლება სიტუაცია უფრო უარესი ყოფილიყო, ხოლო სანაკრებო პაუზა ამ მხრივ დაეხმარებათ:
„ტრავმების სიტუაცია შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო. ექიმებთან ვმსჯელობთ, როდის იქნება იონას ურბიგი ისევ ხელმისაწვდომი. იმედია, მომავალ კვირას. მუსიალა? ის შეიძლება მომავალ კვირას დასაწყისში დაუბრუნდეს ვარჯიშს, ვნახოთ. სანაკრებო შესვენება დაგვეხმარება. იმედი მაქვს, რომ შემდეგ სრული შემადგენლობით დავბრუნდებით. ულრაიხი შეცვლის ნოიერს და ურბიგს? ის ძლიერი ხასიათის მქონე ბიჭია და ძლიიერ მეკარე. მან კარიერაში ბევრი თამაში ჩაატარა. მასზე დიდ ზეწოლას არ ვახდენთ. ის ყურადღების ცენტრში არ არის. „ულე“ ვარჯიშებზე ყოველთვის კარგად თამაშობდა და ხვალ უნდა დაამტკიცოს ეს. სრულად ვენდობით ჩვენს ფეხბურთელებს. ხვალ მასთან ერთად გამარჯვებას ვგეგმავთ“, - თქვა კომპანიმ.





