დღეს სტარტი აიღო ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ასპარეზობაში ქართველებიც ჩაერთვნენ.
ნახევარფინალში გავიდ აკობა ქარუმიძე (57 კგ), რომელმაც ბულგარელ ალიოშა ილიევს 9:0 მოიგო, მაგრამ ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ფარიდ სადიხლისთან მარცხი განიცადა და ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
იგივე გზა გაიარა რატი ხოზრევანიძემ (63 კგ), რომელმაც ალბანელი მიკელ ტროპლინი 10:2 და ბულგარელი ჰრისტიან ივანოვი 6:2 დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში მოლდოველ ვიტალი ერიომენცოსთან 0:4 წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლა მოუწევს.
თემურ ორჯონიკიძემ (77 კგ) პირველივე შეხვედრა წააგო რუს დანილ გრიგორიევთან (3:5), მაგრამ რუსი ფინალშია და ქართველი ხვალ რეპეშაჟიდან იასპარეზებს, რომლის პირველ წრეში ლიეტუველ როკას ცეპაუსკასს შეხვდება.
დღესვე, იასპარეზეს აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და რატი ტალიკიშვილმა (130 კგ), მაგრამ ორივე მოჭიდავე დამარცხდა და გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.
ხვალ გარდა იმისა, რომ სამი ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს, 5 ქართველი ასპარეზობას დაიწყებს: გიორგი კოჩალიძე (60 კგ), ანრი ხოზრევანიძე (67 კგ), ნიკა ბროლაძე (72 კგ), თორნიკე მიქელაძე (82 კგ) და ლუკა გაბისონია (97 კგ).
შეგახსენებთ, რომ ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე მანამდე საქართველომ თავისუფალ ჭიდაობაში 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.







