მადრიდის „რეალს“ ფერლან მენდი ისევ გამოაკლდა. ფრანგი მცველი „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში დაშავდა და ტრავმა სამედიცინო შემოწმებამაც დაადასტურა.
მენდის კუნთის დაზიანება აღენიშნება, თუმცა, ჯერ უცნობია, რამდენ ხანს იუქმებს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად შეფასდება.
მიმდინარე სეზონში ფერლან მენდიმ „რეალში“ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. ზოგადად, 30 წლის ფრანგი ტრავმებისკენ ძალიან მიდრეკილია.





