ლატვიის ჩემპიონატის მეორე ტურში ლაშა ოდიშარიამ სტუმრად „ლიეპაია“ 1:0 დაამარცხა, ქართველი კი ისევ საგოლე პასით გამოირჩა.
ოდიშარიას ასისტითი მე-14 წუთზე სტეფან პანიჩმა დალაშქრა მეტოქის კარი და როგორც გაირკვა, გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი გახდა. ოდიშარიამ ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო.
ლაშამ სეზონი კარგად დაიწყო - ორ ტურში თავი სამი საგოლე პასით გამოიჩინა. რფს 6 ქულით ლიდერია და 21 მარტს, შინ „დაუგავპილსს“ შეხვდება.







