„ბარსელონას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია ტრავმირებულია, რის გამოც ევროლიგაში თელ ავივის „ჰაპოელთან“ ვერ ითამაშა.
როგორც ესპანური კლუბი იტყობინება, თორნიკეს მარჯვენა ფეხის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმის ხარისხი.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონის წინ „ვირტუს ბოლონიადან“ შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.







