ფეხბურთი

1:55 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალი" მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ალავესს“ ესტუმრა, რომელთანაც მარცხს გადაურჩა - ფრე 1:1.

მე-40 წუთზე „ალავესი“ რაფა მარინის ავტოგოლით დაწინაურდა, რასაც სტუმრებმა 98-ე წუთზე ნიკოლა პეპეს ლამაზი გოლით უპასუხეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

გიორგი მიქაუტაძემ 83-ე წუთამდე ითამაშა. მეორე ტაიმის დასაწყისში შანსი ჰქონდა გაეტანა, მაგრამ მეკარემ აჯობა. ქართველი შემტევი თავისი გუნდის კუთხრებს და ჯარიმებს ასრულებდა, რაც სიახლეა.

გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 33 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.

„ვილიარეალი“ 55 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 მარტს, „სოსიედადს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167378