ფეხბურთი

11:52 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მატიას ალმეიდა: "რაკეტებზე მილიონებს ხარჯავენ, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში კი ხალხი შიმშილობს"

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ განაცხადა, რომ ირგვლივ ომია, მაგრამ ფეხბურთი არ ჩერდება, რადგან ბიზნესის გაჩერება არ შეიძლება.

როგორც მან თქვა, გაუგებარია, რატომ იხარჯება მილიონები რაკეტებზე, როცა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ხალხი შიმშილობს:

„ეს ფეხბურთის სამწუხარო ნაწილია: ბიზნესი უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი დანარჩენი მას მოჰყვება. ასევე ვფიქრობ ვარჯიშზე და იმაზე, თუ როგორ მოვემზადო მატჩისთვის, მაშინ როცა გარეთ საშინელი რამ ხდება. მილიონები იხარჯება რაკეტებზე და შემდეგ ვამბობთ, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში შიმშილია. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ფული საკვებზე ან განათლებაზე?“, - თქვა ალმეიდამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161895