18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა „უოტფორდის“ 21-წლამდე გუნდში გოლი გაიტანა.
ინგლისის განვითარების ლიგაში „უოტფორდის“ ახალგაზრდულმა გუნდმა „უიგანი“ 4:2 დაამარცხა, ხოლო ჩიქოვანმა მეტოქის კარი 34-ე წუთზე დალაშქრა.
ჩიქოვანი „უოტფორდს“ ზაფხულში „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა, შემდეგ სეზონის პირველი ნაწილი ბელგიურ „შარლერუაში“ გაანათხოვრა, მაგრამ იანვრში ინგლისში დააბრუნეს.







