ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ტურნირის მეოთხედფინალში გამოეთიშა.
ბასილაშვილი რეიტინგის 33-ე ნომერს, ფრანგ კორენტინ მუტეს შეხვდა, რომელთანაც ორ სეტში დამარცხდა.
ორივე სეტი დაძაბული იყო: პირველის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა (7:5) და ფრანგმა სეტი 7:6 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ისევ მან იმარჯვა, ამჯერად 6:4.
შეხვედრა საათისა და 43 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ნიკოლოზს 8 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მის მეტოქეს 3-3 ეისი და ორმაგი შეცდომა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 133-ე ადგილზეა.







