ფეხბურთი

17:16 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზაქარია ბეგლარიშვილის გოლი და 3 საგოლე პასი ესტონეთის ჩემპიონატში

ესტონეთის ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილი გოლით და სამი საგოლე პასით გამოირჩა. 2026 წლის სეზონის მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელის „ნომე იუნაიტედმა“ „პარნუ“ 7:1 გაანადგურა.

ბეგლარიშვილმა მერვე წუთზე ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა, როცა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. შემდეგ მან შედეგიანი გადაცემები დაურიგა თანაგუნდელებს: ოუსუ დაკოსტას, იოსუკე მორიშიგესა და ეგერტ ოანაპუს.

„ნომე იუნაიტედს“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 21 მარტს, „ტამეკას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162995