ფეხბურთი

18:14 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის 90 წუთი და "ნიურნბერგის" გამარჯვება II ბუნდესლიგაში

გერმანიის II ბუნდესლიგის 26-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ „ჰოლშტაინ კილს“ ესტუმრა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

მიროსლავ კლოზეს გუნდი 2:0 დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა ასევე ორი გოლით უპასუხეს, მაგრამ მეორე ნახევარში ბავარიელები ისევ წინ გავიდნენ და ამჯერად შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მისი გარჯა 6.9 ქულით შეფასდა. ლუკას მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 2-ჯერ გოლის გატანა შეძლო.

„ნიურნბერგი“ 33 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 მარტს, „კაიზერსლაუტერნს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095042