კალათბურთი

19:00 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკის რიდის 34-ქულიანი თამაში თურქეთის ჩემპიონატში

თურქეთის ჩემპიონატში „ტრაბზონსპორის“ კალათბურთელმა მარკის რიდმა ისევ შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

„ტრაბზონმა“ 22-ე ტურში „მანისა“ 96:92 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი საქართველოს ნაკრების წევრმა შეიტანა.

რიდმა 34 წუთში 34 ქულა, 1 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. მარკისმა 12-დან 7 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ტრაბზონსპორი“ 16 გამარჯვებით და 6 მარცხით მეოთხე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 მარტს, „ბეშიქთაშს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093511