ფეხბურთი

20:00 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ქულები დაკარგა და "მილანს" შანსი გაუჩნდა

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ინტერი“ „ატალანტას“ შინ დაუზავდა და ქულები დაკარგა, რამაც შესაძლოა, საჩემპიონო ბრძოლა დაძაბოს.

კრისტიან კივუს გუნდი 26-ე წუთზე ფრანჩესკო პიო ესპოზიტოს გოლით დაწინაურდა, ახლოსაც იყო მოგებასთან, მაგრამ მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე ნიკოლა კრსტოვიჩმ გაათანაბრა და შემდეგ არაფერი შეცვლილა - 1:1.

ინტერს 68 ქულა აქვს, 8 ქულით უსწრებს „მილანს“, რომელსაც ამ ტურში არ უთამაშია და თუ „ლაციოს“ სტუმრად დაამარცხებს, სხვაობა მხოლოდ 5 ქულა ექნება, სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე. შესაბამისად, სკუდეტოსთვის ბრძოლა შეიძლება დაიძაბოს.

„ინტერი“ მომდევნო ტურში „ფიორენტინას“ ესტუმრება. „ატალანტა“ 47 ქულით მეექვსე ადგილზეა და „ვერონას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156106