ფეხბურთი

20:04 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ჟირონამ“ ლა ლიგის 28-ე ტურში ბილბაოს „ატლეტიკი“ გაანადგურა

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩი „ჟირონასა“ და ბილბაოს „ატლეტიკს“ შორის მასპინძელი გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

პირველი ბურთი „ჟირონას“ მცველმა ჰუგო რინკონმა მეოთხე წუთზე გაიტანა. 77-ე წუთზე ნახევარმცველმა აზედინ უნაიმ ჟირონელთა უპირატესობა გააორმაგა. ნახევარმცველმა კლაუდიო ეჩევერიმ კი 90+2 წუთზე გამოიჩინა თავი და ანგარიში 3:0 გახადა.

ესპანეთის ლიგაში 28 მატჩის შემდეგ, „ბილბაოს“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. „ჟირონა“ 34 ქულით მე-11-ზე.

„ატლეტიკი“ 22 მარტს შინ„ბეტისს“ დაუპირისპირდება, ხოლო წინა დღეს „ჟირონა“ სტუმრად „ოსასუნას“ ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.108458