დღეს, 14 მარტს, გერმანულ ბუნდესლგაში 26-ეტურის 5 მატჩი იმართება. ოთხი უკვე დასრულდა.
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „აინტრახტს“ ეწვია და 0:1 დამარცხდა. ქართველი შემტევი სასტარტო შემაგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.
ახლა „ჰაიდენჰაიმს“ 14 ქულა მოუგროვდა და ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა.
„ლევერკუზენსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის შეხვედრა 1:1 დასრულდა. სტუმრებმა მატჩი 9 ფეხბურთელით დაამთავრეს. მეექვსე წუთზე ალეიშ გარსიამ გახსნა ანგარიში და „ასპირინის“ გუნდს უპირატესობა მოუტანა. 42-ე წუთზე ნიკოლას ჯექსონმა სტუმრების მხრიდან წითელი ბარათი მიიღო. 61-ე წუთზე ჰარი კეინმა გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ გოლი ხელით თამაშის გამო არ ჩაითვალა. 69-ე წუთზე ლუის დიასმა გაათანაბრა ანგარიში. 84-ე წუთზე მიუნხენელთა მხრიდან მეორე ყვითელი ბარათის გამო იგივე დიასიც გააძევეს მოედნიდან. მასპინძელმა იონას ჰოფმანმა გამარჯვების გოლი 90+3 წუთზე გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. საბო,ოოდ - 1:1.
ამ თამაშის შემდეგ, ლევერკუზენის „ბაიერი“ 45 ქულით გერმანიის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, ხოლო „ბაიდერნი“ 67 ქულით ცხრილს ლიდერობს.
გერმანია. ბუნდესლიგა. 26-ე ტური. 14 მარტი: ჰოფენჰაიმი - ვოლფსბურგი 1:1, დორტმუნდი - აუგსბურგი 2:0, ლევერკუზენი - ბაიერნი 1:1, აინტრახტი - ჰაიდენჰაიმი 1:0, ჰამბურგი - კიოლნი მოგვიანებით გაიმართება





