ფეხბურთი

21:08 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი: ქართველების "უოტფორდი" ისევ დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში „უოტფორდი“ „სტოკ სიტისთან“ დამარცხდა, თუმცა, გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელის გადაცემით 81-ე წუთზე ნესტორ ირანკუნდამ გაიტანა, რომელმაც ანგარიში 1:2 გახადა, მაგრამ „უოტფორდმა“ საბოლოოდ მაინც მორიგი მარცხი განიცადა - 1:3.

ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე მოედანზე შეუცვლელად იყვნენ. გიორგი ჩაკვეტაძის აქტივში მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 2 საგოლე პასია, გოლი კი არ გაუტანია, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ინგლისურ გუნდში მეექვსე მატჩი ჩაატარა.

„უოტფორდი“ 52 ქულით მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 მარტს, „ვრექსემს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170818