ფეხბურთი

21:34 | 14.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ კაცნაკლული „ხეტაფე“ დაამარცხა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. მიქაუტაძის „ვილიარეალს“ ორი ქულით გაუსწრო

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის მატჩი, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ხეტაფეს“ შორის, მასპიძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი „ატლეტიკოს“ მცველმა ნაუელ მოლინამ მერვე წუთზე გაიტანა. 55-ე წუთზე „ხეტაფე“ ათი კაცით დარჩა, მცველმა აბდელკადირ აბკარმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.

ესპანეთის ლიგაში 28 მატჩის შემდეგ, „ატლეტიკოს“ 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ორი ქულით უსწრებს მეოთხეზე მდგარ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალს.“„ხეტაფე“ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა. სატურნირო ცხრილს კი 67 ქულით „ბარსელონა“ ლიდერობს.

შემდეგ რაუნდში „ატლეტიკო“ 22 მარტს მადრიდულ დერბიში „რეალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172521