სლოვაკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „მიხალოვცეს“ მცველი თორნიკე ძოწენიძე საგოლე პასით გამოირჩა.
„მიხალოვცემ“ სტუმრად „პოდბრეჟოვა“ პარკ ტაე-რანის გოლით 1:0 დაამარცხა, რომელმაც თორნიკეს კარგი ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. ძოწენიძემ მე-17 მატჩში პირველი ასისტი მიითვალა მიმდინარე სეზონში, ერთხელ გოლიც აქვს გატანილი.
მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „პოდბრეჟოვაში“ მოედანზე 31-ე წუთზე გამოჩნდა ლუკა სილაგაძე.
„მიხალოვცე“ 32 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „პოდბრეჟოვას“ 36 ქულა აქვს და მეხუთეა.







