ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში „არსენალსა“ და „ევერტონს“ შორის მატჩი „მეთოფეების“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მასპინძლებმა სტუმრები ბოლოსკენ გატეხეს.
ვიქტორ დიოკერეშმა ანგარიში 89-ე წუთზე გახსნა, მაქს დუმენმა კი 90+7-ზე მეორე გოლი გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „არსენალი“ 70 ქულით ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო „ევერტონი“ 43 ქულით მერვეზე.
ინგლისი. პრემიერლიგა 30-ე ტური 14 მარტი: ბარნლი -ბორნმუთი 0:0, სანდერლენდი - ბრაიტონი 0:1, არსენალი - ევერონი 2:0, ჩელსი - ნიუკასლი 0:1, ვესტ ჰემი - მანჩესტერ სიტი მოგვიანებით გაიმართება





