ფეხბურთი

1:24 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში „უდინეზე“ სტუმრად დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „უდინეზესა“ და „იუვენტუსს“ შორის მატჩი სტუმარი ტურინელების გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

ერთადერთი გოლი ჯერემი ბოგამ გაიტანა. ნახევარმცველმა პირველი ტაიმის ბოლოს, 38-ე წუთზე გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმში, 70-ე წუთზე, ტურინელმა თავდამსხმელმა ჩიკო კონსეისაომ კიდევ გაიტანა, მაგრამ არ ჩაითვალა.

სერია A-ს 29 მატჩის შემდეგ, „უდინეზეს“ 36 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. „ბებერ ქალბატონს“ 53 ქულა მოუგროვდა და მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09381