ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „ელჩეს“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.
მატჩის პირველი გოლი „რეალის“ მცველმა ანტონიო რიუდიგერმა 39-ე წუთზე გაიტანა. ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ 45-ე წუთზე ანგარიში გააორმაგა. 66-ზე მცველმა დინ ჰიუზენმა გამოიჩინა თავი. 85-ე წუთზე მასპინძელი გუნდის ფეხბურთელმა მანუელ მორანმა ავტოგოლი მიითვალა, ხოლო 89-ე წუთზე არდა გიულერმა მეოთხე და ულამაზესი გოლი გაიტანა, თურქმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი საკუთარი მოედნიდან, დაახლოებით 60 მეტრიდან დალაშქრა..
28 მატჩის შემდეგ, „რეალს“ 66 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილზეა. „ელჩე“ 26 ქულით მე-17-ზე.





