ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში „ვესტ ჰემსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის მატჩი 1:1 დასრულდა.
ბერნარდო სილვამ სტუმრები 31-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო კონსტანტინოს მავროპანოსმა 35-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
ამ თამაშის შემდეგ, „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილში 29 ქულით მე-17 ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 61 ქულით მეორეზე.
შემდეგ რაუნდში „ჩაქუჩები“ 22 მარტს სტუმრად „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „ქალაქელები“ ლიგის თასის ფინალში „არსენალს“ 22 მარტს შეხვდებიან.
ინგლისი. პრემიერლიგა 30-ე ტური 14 მარტი: ბარნლი -ბორნმუთი 0:0, სანდერლენდი - ბრაიტონი 0:1, არსენალი - ევერონი 2:0, ჩელსი - ნიუკასლი 0:1, ვესტ ჰემი - მანჩესტერ სიტი 1:1





