2026 წლის ფინალისიმა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ესპანეთის ეროვნული გუნდები უნდა შეხვედროდენ, გაუქმდა. ამის შესახებ El Chiringuito წერს სოციალურ პლატფორმა X-ზე.
წყაროს ცნობით, 2026 წლის 27 მარტს, ყატარის ქალაქ დოჰაში, „ლუსაილის“ სტადიონზე დაგეგმილი მატჩი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა. ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში გაკეთდება.
ადრე, ყატარის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურმა ყველა საფეხბურთო ტურნირის განუსაზღვრელი ვადით გადადების შესახებ განაცხადა.
არგენტინის ეროვნული გუნდი ამ თამაშში მონაწილეობას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით მიიღებდა, ხოლო ესპანეთის ნაკრები - ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით.







