რაგბი

3:00 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ამაშუკელმა ექვსი ერის გადამწყვეტი მატჩი იმსაჯა, საფრანგეთი ჩემპიონი გახდა

საფრანგეთის ნაკრებმა ექვსი ერის ბოლო ტურში ინგლისის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

„ლე ბლემ“ მეტოქეს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 48:46 აჯობა, თანაც ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით, რომელიც ტომას რამოსის აქტივშია.

აღსანიშნავია, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩი ქართველმა მსაჯმა, ნიკა ამაშუკელმა იმსაჯა.

საფრანგეთის ნაკრებმა 21 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, ორი ქულით აჯობა ირლანდიის ნაკრებს. შოტლანდია 16 ქულით მესამეზე გავიდა, იტალიამ 9 ქულით მეოთხე პოზიცია დაიკავა, ინგლისმა 8 ქულით მეხუთე, ხოლო უელსს 6 ქულით ბოლო საფეხური ერგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169917