ფეხბურთი

11:02 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "გუნდის დამოკიდებულება დაცვაში დავითაშვილის ვარდნაში ჩანს"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ მონტანიემ „გრენობლთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან ისაუბრა ზურიკო დავითაშვილზეც და მისი მოქმედება მოიყვანა გუნდის დამოკიდებულების მაგალითად:

„ბურთის ფლობა გვქონდა, მაგრამ ბოლო მესამედში ეფექტურები არ ვიყავით. მეკარის წინააღმდეგ, რომელიც დიდად არ იყო გამოცდილი, რამდენიმე აშკარა შანსი გვქონდა. შეტევაში ეს ჩვენი ყველაზე ნაკლებად წარმატებული მატჩი იყო. სათადარიგოთა სკამზე შეტევის ვარიანტები ცოტათი გვაკლია. გვინდოდა, ზურიკო ცენტრში გადაგვეყვანა, რათა შეტევაში საფრთხე შეგვექმნა და მან ეს გააკეთა კიდეც, მაგრამ არა საჯარიმოში.

რაც შეეხება დამოკიდებულებას, მაგალითად, ზურიკო დავითაშვილის მიერ დაცვაში თამაშისას ვარდნაში ჩანს, ჩვენი დამოკიდებულება, ამ მხრივ, პრეტენზია არ მაქვს. თუმცა, ჩვენ არც ისე კარგები ვიყავით გადაწყვეტილებების მიღებაში, არც დასრულებაში. ეს ჩვენს საგოლე მომენტებში ჩანს. სწორი დამოკიდებულებით ვიყავით და ზედიზედ მესამედ შევინარჩუნეთ კარი მშრალად“, - თქვა მონტანიემ.

შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი 11 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ტრუას“ ფეხბურთელ ტაფიკ ბენტაიებს ორი გოლით ჩამორჩება. მას ერთი გოლი საფრანგეთის თასზეც აქვს.

„სენტ ეტიენი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 მარტს, „ანესის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.110403