ფეხბურთი

13:10 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "საოცარი გუნდი გვყავს, ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ვესტ ჰემთან“ მატჩის (1:1) შემდეგ თქვა, რომ ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ:

„ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ. საოცარი გუნდი გვყავს, საოცარი სულისკვეთება გვაქვს და მადრიდში წარმოუდგენელი ენერგიის დახარჯვის შემდეგ ვიბრძოლეთ. საოცარი გუნდი ვართ, ძალიან კარგად ვითამაშეთ და ბოლომდე ასე გავაგრძელებთ“, - თქვა გვარდიოლამ.

„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 61 ქულით მეორე ადგილზეა და „არსენალს“ უკვე 9 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170927