NBA-ს განვითარების ლიგაში გიორგი ბეჟანიშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის „ვინდი სიტი ბულსმა“ „ვოლი სანსი“ 125:116 დაამარცხა.
ბეჟანიშვილმა 34 წუთში 12 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა 10-დან 6 ორქულიანი ისროლა ზუსტად, ხოლო 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ააცილა.
„ვინდი სიტი ბულსი“ 13 გამარჯვებით და 15 მარცხით მე-10 პოზიციას იკავებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 17 მარტს, „ვისკინსონსთან“ გამართავს.







