კალათბურთი

17:56 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კორსანტიას 13-ქულიანი მატჩი ესპანეთში

ესპანეთის პრიმერა FEB-ის (მეორე დივიზიონი) 25-ე ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოა“ „ოვიედოსთან“ სტუმრად 71:90 დამარცხა.

თუმცა, ქართველ კალათბურთელს კარგი თამაში ჰქონდა. კორსანტიამ არასრულ 20 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„გიპუზკოა“ 15 მოგებით და 9 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 მარტს, „პალენსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096337