ფეხბურთი

17:30 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უეფამ ფინალისიმა გააუქმა

არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი ფინალისიმას ეგიდით არ შედგება. ინფორმაცია უეფამ ოფიციალურად დაადასტურა.

ფინალისიმა, რომელშიც ტრადიციულად ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მოქმედ ჩემპიონებს უნდა ეთამაშათ, 27 მარტს, დოჰაში იყო დაგეგმილი. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო თამაშის კატარში ჩატარება შეუძლებელი გახდა.

უეფამ დაიწყო მხარეებისთვს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. არგენტინამ უარი თქვა მადრიდში თამაშის ჩატარებაზე, თუნდაც, სტადიონზე გულშემატკივრების თანაბარი დასწრების პირობებით. მხარეები ვერ მორიგდნენ ვერც ორმატჩიან ფინალზე, რაც ითვალისწინებდა ერთ თამაშს მადრიდში, მეორეს - ბუენოს აირესში. არგენტინის იდეა იყო შეხვედრის ჩატარება მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მაგრამ ეს წინადადებაც უარყოფილი იქნა.

შედეგად, უეფამ ფინალისიმას გაუქმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ამრიგას, ესპანეთი - არგენტინის მატჩი გაუქმდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090851