ფეხბურთი

20:11 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" მნიშვნელოვანი გამარჯვება და ბრუნო ფერნანდეშის რეკორდი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „ასტონ ვილა“ დაამარცხა.

„ნიუკასლთან“ ბოლო ტურში წაგების შემდეგ მაიკლ კერიკის გუნდმა მოახერხა ხასიათის გამოკეთება და დამსახურებულად მოიგო. უგოლო ტაიმის შემდეგ „წითელი ეშმაკები“ მეორე ნახევრის სტარტზე კაზემირომ თავური დარტყმით დააწინაურა, რასაც უნაი ემერის გუნდმა როს ბარკლის ზუსტი დარტყმით უპასუხა.

თუმცა, თამაშის ბოლო 20 წუთში „მანჩესტერმა“ ორჯერ შეაგდო: ჯერ მათეუშ კუნიამ და შემდეგ ბენჟამინ შეშკომ და საბოლოოდ 3:1. ორი საგოლე პასი ბრუნო ფერნანდეშის აქტივშია, რომელსაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 16 ასისტი დაუგროვდა, რაც „მანჩესტერის“ ფეხბურთელისთვის რეკორდია.

პორტუგალიელმა დევიდ ბექჰემის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 1999-2000 წლების სეზონი 15 საგოლე პასით დაასრულა.

„მანჩესტერი“ 54 ქულით მესამეა და მომდევნო ტურში „ბორნმუთს“ ესტუმრება, ხოლო „ასტონ ვილას“, რომელიც ზედიზედ მესამედ დამარცხდა, 51 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია და წინ „ვესტ ჰემთან“ საშინაო თამაში აქვს.

მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით „მანჩესტერმა“ 9 მატჩიდან 7 მოიგო (1 ფრე, 1 წაგება), რაც შესანიშნავი შედეგია.

„მანჩესტერი“ – „ასტონ ვილა“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 კაზემირო (53), 1:1 ბარკლი (64), 2:1 კუნია (71), 3:1 შეშკო (81)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089626