ფეხბურთი

20:57 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოული იტალიური გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

იტალიური „ჩეზენას“ მთავარ მწვრთნელად ეშლი კოული დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელმა გუნდი სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, კონტრაქტის განახლების ვარიანტით. ეშლი აქამდე ინგლისის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის შტაბში მუშაობდა. მან მიკელე მინიანი შეცვალა.

„ჩეზენა“ სერია B-ში 40 ქულით მერვე ადგილს იკავებს, ხოლო კოულის დებიუტი 17 მარტს, „მანტოვას“ წინააღმდეგ შედგება.

ეშლი კოული იტალიას იცნობს, რადგან 2014-2016 წლებში „რომაში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094185