ფეხბურთი

21:15 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

რაფინიას ჰეთ-თრიქით "ბარსელონამ" "სევილია" გაანადგურა

„ბარსელონამ“ ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში „სევილია“ გაანადგურა და „რეალს“ მიახლოების საშუალება არ მისცა.

მატჩის გმირი რაფინია იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბრზილიელმა ფეხბურთელმა საწყის ოც წუთში ორი პენალტი გაიტანა, ხოლო 38-ე წუთზე დანი ოლმომ სხვაობა გაზარდა. ანდალუსიელებმა ოსოს გოლით უპასუხეს შესვენებამდე, მაგრამ მეორე ნახევარში კატალონიელთა უპირატესობა ისევ გაიზარდა.

51-ე წუთზე რაფინიამ მესამე გოლი გაუტანა მეტოქეს და ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ცოტა ხანში თავი ჟოაო კანსელომაც გამოიჩინა და 5:1. "სევილიამ" ბოლოს შეამცირა სხვაობა და საბოლოოდ მატჩი 5:2 დასრულდა.

„ბარსელონა“ 70 ქულით ლიდერია, ოთხი ქულით უსწრებს მადრიდის „რეალს“, ხოლო მომდევნო ტურში 22 მარტს, „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

„ბარსელონა“ – „სევილია“ 5:2 (3:0)

გოლები: 1:0 რაფინია (9, პენ), 2:0 რაფინია (21, პენ), 3:0 დანი ოლმო (38), 3:1 ოსო (45), 4:1 რაფინია (51), 5:1 კანსელო (60), 5:2 სოუ (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169718