ფეხბურთი

21:58 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის დუბლი და მოპოვებული პენალტი ავსტრიის ჩემპიონატში
კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას ლიდერობს

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში „შტურმი“ „აუსტრიას“ ესტუმრა, რომელიც 5:2 დაამარცხა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა, გარდა ამისა, პენალტიც მოიპოვა და მეტოქეს წითელი ბარათიც მიაღებინა.

ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 45-ე წუთზე გაიტანა, რითაც თავისი გუნდი დააწინაურა - 2:1. მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე პენალტით შეძლო თავის გამოჩენა და დუბლი შეასრულა, როცა ანგარიში 3:1 გახადა. პენალტი მან მოიპოვა და მეტოქეს წითელი ბარათიც მიაღებინა, რომელიც საჯარიმოში მასთან უხეშობისთვის მეორედ გააფრთხილეს.

კიტეიშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი გიზო მამაგეიშვილი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. მანაც შეიტანა მეხუთე გოლში წვლილი, რადგან საგოლე შეტევა დაიწყო და შემდეგ მასთან ბრძოლაში ალექსანდრ დრაგოვიჩმა ავტოგოლი გაიტანა.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 12 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა და ბომბარდირებში ლიდერია, უახლოეს მდევარს 2 გოლით უსწრებს.

„შტურმი“ ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს სამი ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 20 მარტს, შინ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163111