ფეხბურთი

22:32 | 15.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "ტოტენჰემს" ვერ აჯობა, მამარდაშვილს არ უთამაშია

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა, რომელსაც დაუზავდა.

არნე სლოტის გუნდი მე-18 წუთზე დომინიკ სობოსლაის შესანიშნავი ჯარიმით დაწინაურდა და დიდი ხნის განმავლობაში იგებდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. 90-ე წუთზე რიშარლისონმა გაათანაბრა და ფრე 1:1. იგორ ტუდორის ხელმძღვანელობით „ტოტენჰემმა“ პირველად არ წააგო, მაგრამ პრემიერლიგაში 28 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია და ეს საშინელი სერია გრძელდება.

„ლივერპულს“ ალისონი დაუბრუნდა და გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. ქართველი მეკარის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩია - 5 პრემიერლიგაში, 5 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ასოციაციის თასზე და 1 ინგლისის ლიგის თასზე.

„ლივერპული“ 49 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 მარტს, „ბრაიტონს“ ესტუმრება, ხოლო „ტოტენჰემი“ 30 ქულით მე-16 საფეხურზეა და გასავარდნ ზონას ერთადერთი ქულით უსწრებს, მისი მომდევნო მეტოქე კი უშუალო კონკურენტი „ნოტინგემი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085994