ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ბოლო საშეჯიბრო დღეს გიორგი კოჩალიძემ და თორნიკე მიქელაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
კოჩალიძემ (60 კგ) უკრაინელ იევჰენ პოვობკას 5:1 და აზერბაიჯანელ აიხან ჯავადოვს 3:2 სძლია, 15 მარტს კი ფინალში სომეხ სურენ აღაიანიანს გაეჯიბრა, მაგრამ 0:9 წააგო და ვერცხლი მოიპოვა.
მიქელაძემ (82 კგ) ნორვეგიელი ალექსანდერ აემაესი 8:0, ფინელი ვიკე ტარკიო 9:0 და რუსი გაზმატ გაჯიევი 3:1 დაამარცხა. ფინალში თორნიკეს მეტოქე აზერბაიჯანელი ელმინ ალიევი იყო, რომლის წინააღმდეგ 2:3 წააგო და ისიც ვერცხლს დასჯერდა.
ბრინჯაოს შანსი ექნება ლუკა გაბისონიას (97 კგ), რომელმაც მეოთხედფინალში მარცხი განიცადა, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ქართველიც ბრინჯაოსთვის რეპეშაჟიდან იბრძოდა, რომლის პირველ წრეში მოიგო, მაგრამ მედლისთვის ბრძოლა გერმანელ მეტოქესთან დათმო და უმედლოდ დარჩა.
შედეგად, საქართველომ ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომლებიც შესაბამისად, გიორგო კოჩალიძის, თორნიკე მიქელაძის, კობა ქარუმიძის და თემურ ორჯონიკიძის აქტივშია.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველომ გამოსვლა 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.







