საქართველოს ნაკრების მორაგბემ ბექა გორგაძემ რაგბის ევროპის ფინალში პორტუგალიის ნაკრებთან მარცხის (17:19) კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს არ არის შედეგი, რისთვისაც მადრიდში იყვნენ და დროა სარკეში ჩაიხედონ:
„სამწუხაროდ წავაგეთ. აქ მოსაგებად ვიყავით, მაგრამ ეს არ გამოვიდა. სიმართლე რომ ვთქვა, ამის მიღება ძალიან რთულია, რადგან დიდი ხანია ასეთი გემო აღარ გვიგრძვნია. შეიძლება სწორედ ის დღე იყო, როცა ეს მწარე შეგრძნება უნდა გვეგრძნო, თითქოს რაღაც ყელში გაგვეჩხირა. შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტიც იყოს. შესაძლოა მოვიდა დრო, როცა საკუთარ თავს სარკეში უნდა შევხედოთ და გავაანალიზოთ, რა სამუშაო გავაკეთეთ. არ ვეძებთ საბაბს, პირიქით, უნდა ვიმუშაოთ უფრო მეტად და ერთად, მომავალი ტურნირებისთვის“, - აღნიშნა გორგაძემ.
საქართველო პორტუგალიასთან 2005 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა - ამ პერიოდში ლუზიტანელებთან 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
საქართველოს აქტივში ამ ტურნირზე ისევ 17 ტიტულია, მაგრამ გუნდს ბოლო დროს კრიზისი აქვს და პროგრესს ვინ ჩივის, რეგრესის გზას დააგდა, რაზეც ეს შედეგიც ნათლად მეტყველებს.







