კალათბურთი

2:20 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა და "ტორონტოს" ზედიზედ მეორე გამარჯვება

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „დეტროიტ პისტონსი“ დაძაბულ ბრძოლაში 119:108 დაამარცხა.

გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელშიც „რეპტორსმა“ მეტოქეს 17 ქულით აჯობა და გამარჯვებაც ამის ხარჯზე მოიპოვა.

მამუკელაშვილმა 15 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. როცა ის პარკეტზე იყო, „ტორონტომ“ მეტოქეზე 8 ქულით მეტი ჩააგდო.

„ტორონტოში“ საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო, რომელმაც 34 ქულა დააგროვა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა იაკობ პოელტლმაც - 21 ქულა და 18 მოხსნა.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 38 მოგებით და 29 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, სტუმრად „ჩიკაგო ბულსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09727