ჩოგბურთი

10:50 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

არინა საბალენკას ტრიუმფი ინდიან ველსზე

არინა საბალენკა ინდიან ველსის ჩემპიონი გახდა. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ფინალში ყაზახი ელენა რიბაკინა სამ სეტიან შეხვედრაში დაამარცხა.

რიბაკინამ კარგად დაიწყო და პირველი სეტი 6:3 მოიგო, მაგრამ შემდეგ რეიტინგის ლიდერი დაეუფლა უპირატესობას, რომელმაც მეორე სეტში იდენტური ანგარიშით იმარჯვა.

ყველაფერი ბოლო სეტმა გადაწყვიტა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც საბალენკამ 8:6 მოიგო და საბოლოოდ, 3:6, 6:3, 7:6 გაიმარჯვა.

მატჩი 2 საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. საბალენკამ 10 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა მიითვალა, ხოლო რიბაკინას 10 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

არინა საბალენკა ინდიან ველსის მასტერსზე ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. ვაჟებში ჩემპიონის ტიტული იტალიელმა იანიკ სინერმა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162501