ჩოგბურთი

10:00 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტიტული 2026 წელს: იანიკ სინერი ინდიან ველსის ჩემპიონია

იანიკ სინერი ინდიან ველსის მასტერსზე ჩემპიონი გახდა და 2026 წელს პირველი ტიტული მოიპოვა.

იტალიელმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი დანიილ მედვედევი ორ სეტში დაამარცხა. ორივე სეტი ძალიან დაძაბული გამოდგა და ორივეს შემთხვევაში ყველაფერი ტაიბრეიკზე გადაწყდა.

პირველ შემთხვევაში იანიკმა 8:6 მოიგო, ხოლო მეორე ტაიბრეიკზე 0:4 მარცხდებოდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 7 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმა - 7:6 (8:6), 7:6 (7:4).

შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. სინერს 10 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მის მეტოქეს 7 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა.

აქვე გეტყვით, რომ ქალთა თანრიგში ინდიან ველსი არინა საბალენკამ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095291