ფეხბურთი

12:25 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანული მედია: "ლივერპულს" რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა, მამარდაშვილის მიმართ ინტერესი იზრდება"

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა ზაფხულში "ლივერპული" დატოვოს, ამის ალბათობა კი დღითიდღე მატულობს. როგორც ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ი იტყობინება ქართველის მიმართ ინტერეს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს, მათ შორის ინტერესი არის ინგლისიდან.

ჯერჯერობით კონკრეტული კლუბების სახელები არ სახელდება, თუმცა გამოცემის ინფორმაციით "ლივერპულს" რამდენიმე კლუბი უკვე დაუკავშირდა და მამარდაშვილის მიმართ დაკვირვებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ. TeamTalk-ის მიხედვით მამარდაშვილის წასვლის ალბათობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც კლუბმა ალისონ ბეკერის კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულს" გასულ ზაფხულს შეუერთდა, მას მიმდინარე სეზონში "მერსისაიდელთა" შემადგენლობაში 12 მატჩი აქვს ჩატარებული. ტრანსფერმარკეტის მიხედვით ქართველი მეკარის ღირებულება ამ მომენტისთვის 28 მილიონია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098322