ფეხბურთი

16:30 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურში
"ის ყოველთვის ტვინით თამაშობს და ეს აქცევს ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ნახევარმცველი Sky Sport Austria-მ გამოარჩია, რაც მოსალოდნელი და დამსახურებული იყო. მან ყველაზე მაღალი შეფასებაც მიიღო. კიტეიშვილმა ვენის „აუსტრიასთან“ მოგებულ შეხვედრაში (5:2) დუბლი შეასრულა, პენალტი მოიპოვა და მეტოქეს მეორე ყვითელი ბარათი, შესაბამისად, წითელი ბარათი მიაღებინა.

Sky Sport Austria-ს ექსპერტმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდრეას ჰერცოგმა თქვა, რომ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია: "ის ყველა კრიტიკულ სიტუაციაში ტვინსა და ფეხებს იყენებს. სწორედ ეს ხდის მას ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად".

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო კონკრეტულად ავსტრიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 12 გოლით და 3 საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა და ბომბარდირებში ლიდერია, უახლოეს მდევარს 2 გოლით უსწრებს.

„შტურმი“ ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს სამი ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 20 მარტს, შინ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090894