„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, იტყობინება Sport.es.
გერმანელი მწვრთნელი დათანხმდა კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ გადაწყვიტა, განცხადება გადაედო „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე, რათა დარწმუნებულიყო ჟოან ლაპორტას გამარჯვებში. ფლიკი კმაყოფილია „ბარსელონაში“ ცხოვრებით და პრიორიტეტს ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებას ანიჭებს. მისი მთავარი მიზანია ჩემპიონთა ლიგის მოგება იმ თაობასთან ერთად, რომლის მენტორობასაც გეგმავს.
ესპანეთის ლიგაში 28 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 70 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს, ოთხი ქულით უსწრებს მადრიდის „რეალს.“





