ფეხბურთი

15:53 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტამ განცხადება გაავრცელა „ბარსელონას“ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ

ესპანელმა იურისტმა, პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა ჟოან ლაპორტამ განცხადება გაავრცელა „ბარსელონას“ პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ. ლაპორტამ არჩევნები ხმების უმრავლესობით, 68.18%-ით მოიგო.

„მადლობელი ვარ ამ კლუბის, რომელსაც შენარჩუნებული აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლება - იშვიათი შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ხმის მისაცემად მოვიდა - მან სამოქალაქო პასუხისმგებლობა და „ბარსელონას“ სული გამოავლინა. წევრებმა ხმა მისცეს ერთიანობას და არა დაპირისპირებას. ეს ჩვენი ერთგულების დადასტურებაა - მათ შორის, „კამპ ნოუს“ რენოვაციის დასრულება და „ესპაი ბარსას“ პროექტი (კლუბის ინფრასტრუქტურის რენოვაციის პროექტი - რედ).. ეს შედეგი გვაძლევს ძალას და ახლა არაფერი შეგვიშლის ხელს წინსვლაში. ჩვენ გავაგრძელებთ „ბარსელონას“ ინტერესების დაცვას, რაც არ უნდა მოხდეს“, - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.

ეს ლაპორტას მესამე ვადაა ამ თანამდებობაზე. ესპანელი „ბლაუგრანას“ 2003 წლიდან 2010 წლამდე და კვლავ 2021 წლიდან 2026 წლამდე ხელმძღვანელობდა. გამარჯვებული თანამდებობას 1 ივლისს დაიკავებს და კატალონიურ კლუბს 2031 წლამდე უხელმძღვანელებს. ლაპორტას მეტოქემ, ვიქტორ ფონტმა, ხმების მხოლოდ 29.78% მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163885