ფეხბურთი

16:54 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე და ბელინგემი „რეალის“ განაცხადში არიან „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის

ფორვარდი კილიან მბაპე და ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალის“ განაცხადში არიან უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩისთვის „მანჩესტერ სიტისთან“. ფრანგსაც და ინგლისელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ: მბაპემ თითქმის ერთი თვე გამოტოვა, ხოლო ბელინგემი თებერვლის დასაწყისიდან არ თამაშობდა. „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ მატჩი 17 მარტს გაიმართება. და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის „ლოს ბლანკოსის“ გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ფედერიკო ვალვერდემ ამ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17222