საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტური გრძელდება და მორიგი მატჩი ტყიბულის „მეშახტესა“ და „დინამო ბათუმს“ შორის გაიმართა.
დაძაბული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ, ნულოვან ფრეს დასჯერდნენ.
„დინამო ბათუმს“ სამ ტურში სამი ფრე აქვს და მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში „სპაერს“ შეხვდება. დებიუტანტი „მეშახტე“ კი დაუმარცხებელია, სამ თამაშში 5 ქულა მოიპოვა, მესამეა და მომდევნო მატჩი „ტორპედოსთან“ ელოდება.





