ფეხბურთი

19:50 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვა: "შიდა ჩემპიონატს საუკეთესო გუნდი იგებს, ჩემპიონთა ლიგაზე ასე არაა"

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ბერნარდო სილვამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც პორტუგალიელმა თქვა, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„შიდა ჩემპიონატში საუკეთესო გუნდი იმარჯვებს შემთხვევების 95%-ში. ჩემპიონთა ლიგაზე კი აუცილებლად საუკეთესო გუნდი არ იმარჯვებს. ამ ტურნირში ძალიან მნიშვნელოვანია ემოციები, ემოციებთან გამკლავება, პატარა დეტალები, ძირითადად საჯარიმოში.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში შედეგი ძალიან ცუდი იყო, ვიბრძოლებთ, ბოლომდე. სახლში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ვეცდებით, შევქმნათ შესაბამისი ატმოსფერო, რომ ეს მოხდეს, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - თქვა ბერნარდო სილვამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი 17 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.079874