ფეხბურთი

21:54 | 16.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: "სპაერი" ლიდერია, "ტორპედო" - ბოლო ადგილზე

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტური დასრულდა, რომლის შემდეგ ჩემპიონატს დებიუტანტი „სპაერი“ ლიდერობს, „ტორპედო“ კი ბოლო ადგილზეა.

დირკ შუსტერის გუნდმა მორიგი მატჩი წააგო, ამჯერად, სტუმრად, გორის „დილასთან“. მატჩის სტარტზე მასპინძლები ლაშა მენთეშაშვილის გოლით დაწინაურდნენ და შემდეგ არაფერი შეცვლილა. ისევ „დილა“ იყო ახლოს გოლთან, მაგრამ ზურაბ მუსელიანმა პენალტი ვერ გაიტანა. საბოლოოდ, 1:0.

„დილამ“ სეზონში პირველი თამაში მოიგო და 3 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „დინამო თბილისს“ შეხვდება. „ტორპედოსაც“ სამი ქულა აქვს, მაგრამ ბურთების ბალანსი უარესი და ბოლო პოზიციაზეა. ქუთაისური გუნდი მომდევნო ტურში „მეშახტეს“ უმასპინძლებს.

მორიგი მატჩი მოიგო „სპაერმა“, რომელმაც „სამგურალი“ 4:1 გაანადგურა. პირველ ტაიმში ნიკა ჩაგუნავამ გაიტანა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე აბდულ ქაბიას გაძევება მოჰყვა და წყლატუბოელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ.

მეორე ტაიმში თორნიკე ასკურავამ სხვაობა გაზარდა, ერთ წუთში ლაშა კოხრეიძემ მესამე გოლი გაიტანა. შემდეგ სტუმრებმა ლაშა შერგელაშვილი გოლით შეამცირეს სხვაობა, მაგრამ გიგა სამხარაძემ სამბურთიანი სტატუსქვო მალევე აღადგინა.

„სპაერი“ 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ეროვნულ ლიგას და „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალს“ 5 ქულა აქვს და „რუსთავს“ დაუპირისპირდება.

„დილა“ – „ტორპედო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მენთეშაშვილი (4)

„სპაერი“ – „სამგურალი“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჩაგუნავა (7), 2:0 ასკურავა (66), 3:0 კოხრეიძე (67), 3:1 შერგელაშვილი (72), 4:1 სამხარაძე (83, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088701